Fiat, Fiat 600e
Aa
Aa

Fiat-ი თავის ავტომობილებს ნაცრისფრად აღარ შეღებავს

ამ კამპანიის ვარსკვლავი Fiat 600e იქნება, რომლის დებიუტიც 4 ივლისს შედგება.

ნაცრისფერი ავტომწარმოებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფერია, მაგრამ Fiat-მა გადაწყვიტა აღარ გამოიყენოს და უფრო ფერადი ალტერნატივები შემოგვთავაზოს.

ახალი სრულიად ელექტრო 600e-ს დებიუტი 4 ივლისს შედგება და ამ კამპანიის ვარსკვლავი სწორედ ეს ავტომობილი იქნება. ეს ხნის იმ ფაქტს, თუ რატომ ზის Fiat-ის აღმასრულებელი დირექტორი საღებავში ამოვლებული ავტომობილის საჭესთან.

Fiat-ს სურს, რომ ნაცრისფერი ავტომობილების არ ყოლა ის ნიშანი გახდეს, რაც ამ ბრენდს სხვებისგან გამოარჩევს. ამ კამპანიის წასახალისებლად ვიდეოც გადაიღეს, რომელსაც “Operation No Grey” ჰქვია. ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივიე ფრანსუა ავტომობილის საჭესთან ზის, რომელსაც საღებავის უზარმაზარ სათლში უშვებენ.

ფრანსუა გერმანულ, იაპონურ და ფრანგულ ავტომწარმოებლებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ნაცრისფერს SUV-ების შესაღებად ხშირად იყენებდნენ. მისი აზრით, ნაცრისფერი ბრენდებისთვის მარტივი გამოსავალია, რადგან კლიენტებს შორის პოპულარულია. მაგრამ, მას უნდა, რომ იტალია ყველასგან გამორჩეული იყოს.

მსგავსი სიახლეები