Mercedes, BMW, ხელოვნური ინტელექტი
Aa
Aa

მძღოლმა Mercedes-ის ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხა, რას ფიქრობს BMW-ზე

BMW თუ Mercedes-ი? ეს ის თემაა, რომელზეც კამათი არასდროს შეწყდება.

Mercedes-Benz-ის და BMW-ს გულშემატკივრების დაპირისპირება ისევე უკვდავია, როგორც რონალდუს და მესის გულშემატკივრების.

Mercedes-ს კითხეს, რას ფიქრობს BMW-ზე და პასუხი საკმაოდ ხისტი გამოდგა.

ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. მასში დიტერ პეი თავის მერსედეს ეკითხება:

„ჰეი, Mercedes! რას ფიქრობ BMW-ზე?

ცოტა ხნის დაყოვნების მერე Mercedes-ი პასუხობს:

„იმავეს, რასაც შენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვისხდებოდით“.

დიდი ხანია ამ ორი ბრენდის ხელოვნურ ინტელექტებს შორის ომი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბაზარზე კონკურენციას, 2022 წელს მიწოდებებში ვარდნა ჰქონდათ, თუმცა,  BMW-მ მთავარ კონკურენტს მაინც აჯობა.

BMW-მ გასულ წელს 2,100, 692 ავტომობილი გაყიდა. Mercedes-მა კი - 2,043,900.

მსგავსი სიახლეები