Aa Aa
29 ივნისი 2023  |  10:06

2024 წლის BMW X1 M35i xDrive-ს 312 ცხენის ძალა აქვს

ეს კროსოვერი BMW-ს პირველი მოდელი იქნება, რომელსაც უახლესი iDrive 9 მულტიმედია სისტემა ექნება.

BMW-მ 2024 წლის X1 M35i xDrive-ის ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, რომელიც ახლა უფრო ძლიერია და აგრესიულადაც გამოიყურება. პროგრამული განახლებებიც აქვს. ის იქნება BMW-ს პირველი კროსოვერი, რომელიც უახლეს iDrive 9 მულტიმედია სისტემას მიიღებს.

გასულ წელს გავრცელებული ხმები მართალი გამოდგა და ახალ X1 M35i xDrive-ს 2.0-ლიტრიანი ძრავის უფრო ძლიერი ვერსია აქვს. ახალი დეტალები 6-ცილინდრიანი ძრავისგან ისესხეს და ახლა 4-ცილინდრიანი ძრავა 312 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, წინა ვერსიას 241 ცხენის ძალა ჰქონდა.

როგორც სახელიდანაც ხვდებით, ავტომობილს BMW-ს xDrive სისტემა აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 5.3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250მ/სთ.

განახლებული სამუხრუჭე სისტემის დისკები ბრჭყვიალა ნაცრისფერშია შეღებილი და 19-იანი დისკების ქვეშ იმალება. კლიენტებს 20-იანი დისკების არჩევაც შეუძლიათ.

ტექნიკურ შესაძლებლობებს აგრესიული ექსტერიერი შეუხამეს. წინა ბამპერში ჰაერის უფრო დიდი შემწოვებია. ფრთები უფრო დიდი ზომისაა. უკან ახალი დიფუზორი და მაყუჩის ოთხმაგი მილებია.

სალონის მთავარი მარგალიტი ალკანტარათი დაფარული მონაცემთა დაფაა. მულტიმედია სისტემა ბოლო ვერსია iDrive 9-ა, რას განახლებულ ეკრანს და დახვეწილ მენიუს გულისხმობს.

2024 წლის X1 M35i xDrive-ის მიწოდება კლიენტებისთვის ამ წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ფასი  $50,895-დან იწყება. X1 BMW-ს რეგენსბურგის ქარხანაში აიწყობა.

გაზიარება: