კვლევა, სტატისტიკა, უსაფრთხოება
Aa
Aa

ავარიისას ქვეითების ფატალური შემთხვევები 40 წლის მაქსიმუმზეა

მგზავრებისა და მძღოლის უსაფრთხოების ზრდასთან ერთად, აშშ-ში ქვეითების სიკვდილიანობაც იზრდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ს ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (NHTSA) გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ავარიების ფატალური მაჩვენებელი მძღოლებში, და მგზავრებში, 2022 წლის მონაცემის იდენტურია. ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევდა. თუმცა, ეს იმედი ქვეითებზე არ ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეითთა ფატალური შემთხვევები მზარდია.

დამატებითი კვლევებით დადგინდა, რომ ამ მხრივ 2022 წელი აშშ-ში 1981 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო. შტატებში გასულ წელს 7 508 ქვეითის სიკვდილი აღირიცხა. ეს მონაცემი კი საგანგაშოა. 2019 წელთან შედარებით ეს 19%-ით  მეტია. 

აღსანიშნია, რომ ტრაგიკულად დასრულებული საავარიო შემთხვევები, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, დრამატულად ქვეითებშიც და მძღოლებშიც გაიზარდა. მეტიც, 2010-2021 წლებში ქვეითთა ფატალური შემთხვევები, წინა ათწლეულთან შედარებით, 77%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მწარმოებლები ავტომობილების უსაფრთხოებაზე ბევრს მუშაობენ. უამრავი რეგულაციისა და სტანდარტის დაწესება სწორედ ამას უკავშირდება. შედეგები კი, როგორც ჩანს, უარესია.

მსგავსი სიახლეები