ფერნანდო ალონსოს Ferrari Enzo თითქმის $6 მილიონად გაიყიდა
ალონსო თავის Ferrari Enzo-ს დაემშვიდობა.
ფორმულა 1-ში 2-გზის მსოფლიო ჩემპიონის Ferrari Enzo ამ თვის დასაწყისში მონაკოს აუქციონზე იყიდებოდა.
საბოლოო ფასი, რომელიც ამ ავტომობილში გადაიხადეს $5.9 მილიონი იყო. ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ეს ავტომობილები იყიდება ხოლმე.
როგორც ჩანს, იმ ფაქტმა, რომ ამ Enzo-ს ფერნანდო ალონსო ფლობდა, დიდი გავლენა მოახდინა. ავტომობილის გაყიდვისას ესპანელი პილოტის ვიდეომიმართვაც იყო ჩართული.
„ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამ ავტომობილთან ერთად კარგი დრო გავატარე. ის ჯადოსნურია. ვიცი, რომ კარგ ხელში მოხვდება. გთხოვთ, ისიამოვნეთ და კარგად მოუარეთ“, - ამბობდა ესპანელი პილოტი.
ალონსოს ყოფილი ავტომობილი კლასიკურ „როსო კორსა“ ფერშია. Enzo-ს Ferrari-ს „კლასიკური წითელი წიგნიც“ აქვს, რომელიც დადასტურებაა იმის, რომ ავტომობილი ყველა ორიგინალურ სპეციფიკაციას აკმაყოფილებს. წიგნში მითითებულია, რომ ეს პირველი - Scocca n.1 მოდელია.
Ferrari Enzo ფორმულა 1-ის ბოლიდის ხასიათს აღვიძებს. მისი ატმოსფერული 6.0-ლიტრიანი ძრავა 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.
ამავე აუქციონზე 1956 წლის Ferrari 250 GT Boano $1.65 მილიონად გაიყიდა. ეს ავტომობილი სულ 14 ეგზემპლარად არსებობს.