კაცმა ავტომობილი იყიდა და მოგვიანებით გაიგო, რომ ინდიანა ჯონსის ფილმიდანაა
ჟურნალისტმა მოგვიანებით გაიგო, რომ ინდიანა ჯონსის ფილმის ვარსკვლავი იყიდა.
მარტინ უორდი ავტოჟურნალისტია და მან შემთხვევით ინდიანა ჯონსის ავტომობილი იყიდა.
ეს ავტომობილი 1964 წლის Fiat 500-ია და შესანიშნავ მდგომარეობაშია.
უორდმა, რომელიც დასავლეთ იორკშირიდანაა, კლასიკური Fiat 500 იყიდა.
მას უთხრეს, რომ ავტომობილი Pinewood Studios-მა ერთ-ერთ ფილმში გამოიყენა, ოღონდ არ იცოდა, რომელში.
უორდმა ძიება დაიწყო და გაარკვია, რომ ამ ავტომობილს არც მეტი არც ნაკლები ჰარისონ ფორდი მართავდა.
78-წლის მსახიობი ამ ავტომობილის საჭესთან Dial of Destiny-ში იჯდა, ინდიანა ჯონსზე გადაღებულ ბოლო ფილმში.
BBC-სთან საუბარში, უორდმა თქვა, რომ ეს შეიძლება „მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ ნანახი Fiat 500 იყოს“.
„ამ პატარა ავტომობილმა მთელი ცხოვრება იტალიაში გაატარა, ახლა კი იორკშირში უნდა იყოს. მისი მართვაც კი არაა საჭირო, უბრალოდ მასში ჯდომითაც ბედნიერდები“, - ამბობს ის.