პოლიცია, E36
Aa
Aa

საფრანგეთის პოლიციამ BMW ქუჩაში „დრიფტის“ გამო დააბრტყელა

მკაცრი ფრანგული კანონები პოლიციას ქუჩის მრბოლელთა დასასჯელად უამრავ ბერკეტს სთავაზობს.

ფრანგული პოლიცია არავის არაფერს პატიობს. ახლახან მათ ორი ავტომობილი სპეციალური წნეხის მეშვეობით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დააბრტყელეს. მანქანების მფლობელები ქუჩაში „დრიფტისას“ და ვიდეოს გადაღებისთვის ასე დასაჯეს.

პოლიციამ გაავრცელა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს როგორც ტკეპნის საწნეხი მექანიზმი E46 და E36 თაობების მესამე სერიებს. „სამართალი მანქანების განადგურებას მოითხოვს“, - წერია პოლიციის განცხადებაში.

E36-ის მფლობელი აცხადებს, რომ ის თავისი ავტომობილით თავისუფალ ინდუსტრიულ ადგილას „დრიფტითა“ და ვიდეოს გადაღებით იყო დაკავებული. რამდენიმე დღეში მან ექსტრემალური ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე კი მისი მანქანა პოლიციამ წაიყვანა.

მძღოლი აცხადებს, რომ მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების დროც არ მისცეს. მანქანა მაშინვე გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მზად იყო ფულადი ჯარიმის გადასახდელად, ის ამბობს, რომ მანქანის „გაბრტყელება“ გადაჭარბებული ქმედება იყო.

ასევე, პოლიციამ მანქანა მაშინ წაიყვანა, როდესაც მფლობელი სამსახურში იმყოფებოდა. მან მანქანიდან თავისი ნივთების გადმოტანაც ვერ მოახერხა. მომხდარის გამო ავტომობილის მფლობელმა სასამართლოში განცხადება შეიტანა. პირველი მოსმენა 2024 წლის 15 იანვარს ჩაინიშნა.

საფრანგეთში ქუჩის მრბოლელებისთვის კანონი 2018 წელს გამკაცრდა. ასეთ ფაქტზე მძღოლებს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ემუქრებათ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იქნება ამას 75 000 ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმაც ემატება.

მსგავსი სიახლეები