Aa Aa
6 მაისი 2020  |  18:33

რენდერის ავტორმა Tesla Cybertruck-ი საბრძოლო ავტომობილად აქცია

ეს Tesla Cybertruck-ის ერთ-ერთი საუკეთესო რენდერია, რაც აქამდე გვინახავს.  

თქვენ ხედავთ Tesla Cybertruck-ს, რომელიც ბრძოლისთვისაა მზად. მოდიფიცირებული ელექტრო პიკაპი შეჯავშნულია და თავზე იარაღიც კი ადგას.  

მოდიფიცირებული Tesla Cybertruck-ის ბევრი ვერსია გვინახავს. რა თქმა უნდა, საუბარი რენდერებზეა. ეს კონკრეტული სურათები კი მართლაც შთამბეჭდავია. Cybertruck-ი რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ბრძოლისთვისაა მზად.

სურათებში ჩანს, რომ მანქანას რამდენიმე ფუნქციის შესრულება შეუძლია. ჯარისკაცების გადაყვანიდან დაწყებული, პატარა ტანკით დასრულებული. იგი სრულიად შეჯავშნულია. მას 12 ადამიანისთვის აქვს ადგილი. სახელურებს დენის დარტყმა შეუძლია. ელექტრო პიკაპი რენდერში ბრძოლის ველზე გასასვლელად მზადაა.

- „მე Tesla Cybertruck-ის განვითარებაზე ვფიქრობდი და რამდენიმე რენდერი შევქმენი, რომლებიც ჩემს წარმოსახვას აცოცხლებს“. - ამბობს იდეის ავტორი იან პეიზერტი.

YouTube არხ Electric Future-თან ერთად, მან შეჯავშნული Cybertruck-ის 4 ვერსია შექმნა:

  • სამოქალაქო
  • სატრანსპორტო
  • საბრძოლო
  • სადაზვერვო

გაზიარება: