ავარია, Chevrolet, Cruze
Aa
Aa

ეს ავარია დაცემინებამ გამოიწვია

„შევროლეს“ მძღოლმა ხუთი საგზაო ზოლი გადაკვეთა.

ფლორიდაში უცნაური საავტომობილო ავარიები ხშირია. ამ შტატს უკვე გარკვეული რეპუტაციაც ჩამოუყალიბდა. თუმცა, შემთხვევა, რომელზეც სტატიაში უნდა მოგიყვეთ ყველაზე უცნაურია. კაცი ამტკიცებს, რომ ძლიერად დააცემინა, რის გამოც ხუთი ზოლი გადაკვეთა და ბეტონის გამყოფ ბარიერს შეასკდა. ავარიის შემდეგ ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მოსვლამდე წავიდა. როგორც ირკვევა, Cruze-ი მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.

საავარიო შემთხვევები მუდმივად ხდება. ზოგი ფატალურად სრულდება, ზოგიც კი მსუბუქად. თუმცა, დაცემინებით გამოწვეული ავარია რაღაც ახალია. წარმოიდგინეთ, როგორ დააცემინა მძღოლმა რომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ინერციით გზის გამყოფს შეასკდა.

პიროვნება, რომლის ავტომობილიდანაც ვიდეოა გადაღებული აცხადებს, რომ მძღოლი მათ ორი სიტყვით გაესაუბრა და შემდეგ ფეხით განაგრძო გზა. „მან თავისი ავტომობილი დატოვა და წავიდა. ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაც ურეკავდა და ეჩქარებოდა. როგორც აღმოჩნდა, მანქანა დაზღვეული არ ჰყავდა და მის სახელზეც არ იყო რეგისტრირებული,“ - აცხადებს თვითმხილველი.

საბედნიეროდ, დაცემინების გამო გამოწვეული ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღალი ალბათობით, საქმე დიდ ტყუილთან გვაქვს. პოლიცია Chevrolet-ის მძღოლს ეძებს.

ავარიის რა უცნაური მიზეზი მოგისმენიათ? დაწერეთ თქვენს ისტორიაზე კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები