Saab-ის მიტოვებულ სადილეროში 20-ზე მეტი ავტომობილი აღმოაჩინეს
საფრანგეთში ათი წლის წინ დაკეტილი სადილერო გახსნეს და მიტოვებული ავტომობილები იპოვეს.
YouTube-ზე არის ასეთი არხი Forgotten Buildings (მივიწყებული შენობები), სადაც მიტოვებულ შენობებზე სიუჟეტები კეთდება. ის, რასაც ამ დროს ნაკლებად მოელიან კარგი ავტომობილების მიტოვებული კოლექციაა. ამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კი სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
საფრანგეთში აღმოაჩინეს სადილერო, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში მიტოვებული იყო. შენობა გზატკეცილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. დიდ შუშებში კი სამი ავტომობილი ჩანდა.
9-5 და ორი 9-3 მოდელები თითქმის ახალ მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთს სალონში საბუთიც ედო, სადაც მანქანის გარბენი 95 000 კმ ეწერა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა საკმაოდ კარგი გახლდათ. თანაც 2001-წლიანი ავტომობილისთვის 95 000 კმ მათლაც ცოტაა.
სამწუხაროდ, ეს ადამიანები პირველები არ იყვნენ, ვინც ამ სადილეროში შევიდნენ. რამდენიმე მოდელს ბორბლები აქვს მოხსნილი. რამდენიმესაც კი ფანჯრები აქვს ჩამსხვრეული. სავარაუდოდ, საქმე ვანდალიზმთან გვაქვს.
საჩვენებელი ოთახი ერთადერთი არ იყო, სადაც ავტომობილები იდგა. სახელოსნოს კედლებში ურბანულ მკვლევრებს 20-მდე ავტომობილი დახვდათ. მათი უმეტესობა Saab-ი იყო. ასევე, სურათებში ჩანს Peugeot-ისა და Renault-ის მოდელებიც.
სამწუხაროდ, გაუგებარია რატომ დატოვეს ეს ავტომობილები სადილეროში. როგორც ვიგებთ, ადამიანი, რომელიც ამ სადილეროს ხელმძღვანელობდა გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა კი საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო. მანქანები კი შენობაში დარჩა.