ჩინურ ელექტრომობილს ბატარეა გადმოუვარდა
Cao Cao 60-ის დიზაინი ბატარეების შეცვლის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ასე ნამდვილად არ უნდა ძვრებოდეს.
ჩინეთში ქვეითმა უცნაური ვიდეო გადაიღო. ასეთი რამ ელექტრომობილების სამყაროში არასდროს მომხდარა. მანქანას ბატარეა შუა გზაზე მოძვრა.
ინციდენტი ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაში მოხდა. სამწუხაროდ, კადრებში ბატარეის ჩამოვარდნის მომენტი არ ჩანს. თუმცა, ჩანს, რომ ავტომობილის ბატარეა გზაზე აგდია. თავად მანქანა კი რამდენიმე მეტრის მოშორებითაა გაჩერებული.
ეს ავტომობილი ჩინური წარმოების Cao Cao 60-ია. სავარაუდოდ, მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ეს მოდელი ჩინურმა კომპანიამ წელს გამოუშვა.
ამ ავტომობილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი დიზაინი ბატარეების შეცვლის საშუალებას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ დამჯდარი ბატარეების შეკვრის შეცვლა დამუხტული ბატარეებით 60 წამშია შესაძლებელი. ასე და ამგვარად, თქვენ არა ავტომობილს, არამედ ბატარეებს მუხტავთ. ეს დროის მოგების კუთხით შესაძლოა პრაქტიკული გადაწყვეტაც იყოს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილს ბატარეები პირდაპირ ასე მოძვრეს. სამწუხაროდ, ზუსტად რამ გამოიწვია ინციდენტი უცნობია. ვიცით, რომ Cao Cao 60-ის ბატარეების ძირს დაცემის შემდეგ ის დაზიანდა. აშკარაა, რომ ჩინურ კომპანიას ამ მოწყობის დასახვეწად სერიოზული სამუშაო აქვს გასაწევი. მანქანის მფლობელის შეცდომამ გზებზე უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ უნდა დააყენოს.