კაცმა Nissan-ით 2,500 წლის ხე დააზიანა
ამ მძღოლს „ტყე შეუნახე შვილებსა“ არ გაუგია.
ლამაზ ბუნებაში გასეირნება ხშირად შთამაგონებელია. კალიფორნიის ერთ-ერთ ტყეში, ტურისტმა ისეთი რამ გააკეთა, რაც ბუნების დამცველებს ძალიან არ მოეწონებათ. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც Nissan-ის მძღოლმა რამდენიმე მიზეზის გამო უნდა იდარდოს.
TikTok-ზე მოკლე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, როგორ არის გაჭედილი ტყეში კაცი იმ ხეში, რომელსაც The Shrine ჰქვია. ტექნიკურად მძღოლი იქ გავლას მაინც ახერხებს. ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მგზავრის მხარეს სარკე ძვრება.
maybe not being able to complete the american rite of driving through a huge tree will make people aware cars are getting too big pic.twitter.com/iaTmZg96y4
— alexandra (@bigmoodenergy) July 4, 2023
The Shrine ერთ-ერთია იმ სამი სეკვოიადან, რომლის შუაში გავლაც შეიძლება. ეს ხე 2 500 წლისაა. ახლა კი ის Nissan-ის მძღოლმა დააზიანა.
რატომ განაგრძო მცდელობა მძღოლმა, როცა შენიშნა, რომ ვერ გაეტეოდა? ამაზე პასუხი მარტო თავად იცის, თუმცა, დედა ბუნებას ენდომებოდა, რომ მას მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა.
ამ ვიდეოს წყალობით მძღოლი და მისი Armada სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულები გახდნენ. დაზიანებული ხე კერძო საკუთრებაშია და ალბათ მის მფლობელს ამ საკითხზე თავისი აზრი ექნება.