ახალ Suzuki Vitara-ს პატარა „ქროსოვერში“ 23 ადამიანი ეტევა
არა მგონია, ეს კომფორტული იყოს, თუმცა მაინც შთამბეჭდავია.
Suzuki Vitara მცირე ზომის „ქროსოვერია“, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში ამ ავტომობილის გაყიდვებმა 2022 წელს 40 000 ერთეული შეადგინა. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 80 000-ს აჭარბებდა.
Suzuki-მ ამ მოდელის მარკეტინგული კამპანიისთვის ყურადღების გამახვილება მის პრაქტიკულ ასპექტზე გადაწყვიტა. ამისათვის მათ 23 ადამიანი იხმეს და ინტერიერში მოთავსება სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს VW Beatle-ის 57-კაციან რეკორდთან ახლოსაც არ არის, 23 ადამიანის ამ ავტომობილში მოთავსება მაინც შთამბეჭდავად ჟღერს. Suzuki-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მანქანას თავისი გაბარიტების კვალობაზე ერთ-ერთ ყველაზე კომპაქტური ინტერიერი აქვს.
და მაინც, როგორ მოთავსდა 23 ადამიანი პატარა Vitara-ში? ექვსმა ადამიანმა სალონის წინა ნაწილი, ხოლო დანარჩენმა 17-მა წინა სავარძლებს უკან არსებული 1 119 ლიტრი მოცულობა შეავსო. ოცდასამივე მონაწილე საშუალო ზომის ახალგაზრდა გახლდათ.
მეოთხე თაობის Vitara 2015 წელს არის გამოსული. მანქანას განახლება 2018 წელს ჩაუტარდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდელია, რომელიც ევროპის კონტინენტზე იყიდება. Vitara 1.4-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 48-ვოლტიან ჰიბრიდულ სისტემასთან არის დაკავშირებული. მისი პიკური სიმძლავრე 127 ცხენის ძალა და 235 ნიუტონ მეტრია.