Porsche, ფირი
Aa
Aa

როგორ არ უნდა გადავაკრათ ავტომობილს ფირი

ერთადერთი გამართლება, რაც შეგვიძლია ამას მოვუფიქროთ ისაა, რომ ფირი შტორმისას გადააკრეს.

თუ ძველ ავტომობილს ფლობთ და მისი ვიზუალის გამოცოცხლება გსურთ, კორპუსზე ფირის გადაკვრა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.. ინტერნეტსივრცეში ამ პროცესის ამსახველი ვიდეოები ხშირია. პროფესიონალები ამ საქმეს იდეალურად აკეთებენ. იმდენად იდეალურად, რომ ეს ყველაფერი ძალზედ ადვილი ჩანს. ალბათ, ვიღაცამ ასეთი კადრების ნახვის შემდეგ იფიქრა - „რა უნდა? ამას ხომ მეც გავაკეთებ?“. შედეგს კი თავად ხედავთ.


ადამიანის შრომის დაუფასებლობა არ გვიყვარს, მაგრამ ეს შემთხვევა განხილვას იმსახურებს. ეს ალბათ მსოფლიოში ფირის გადაკვრის ყველაზე ცუდი მაგალითია. ვერცხლისფერ Porsche Cayenne-ს ვიღაცამ წითელი ფირი ისე გადააკრა, რომ მანქანას მილიარდობით „ნაოჭი გაუჩნდა“. ზოგ ადგილას კი ავტომობილის კორპუსი ფირით საერთოდ არ არის დაფარული.

როგორ შეიძლება შევაფასოთ შესრულებული სამუშაო? ალბათ, ადამიანების უმეტესობა შტორმის დროს უფრო კარგად გადააკრავს ავტომობილზე ფირს, ვიდრე ის, ვინც ეს საქმე შეასრულა. ხუმრობა იქით იყოს და შეცდომის დაშვება სირცხვილი ნამდვილად არ არის. სირცხვილი ასეთი ავტომობილით გადაადგილებაა. ალბათ, ფირის ასე ცუდად გადაკვრის შემდეგ მას ნებისმიერი მეპატრონე ააძრობდა. „პორშეს“ მძღოლს კი თავისი ნახელავი ნამდვილად მოსწონს.

მსგავსი სიახლეები