Supra, Toyota, მიტოვებული
Aa
Aa

ეს Toyota Supra წლებია არ გაურეცხავთ და მისი გამოცოცხლება რთულია

მეოთხე თაობის Toyota Supra-ს წარმოება 1993 წლის აპრილში დაიწყო. მისი შემუშავებისა და ტესტირების პროცესი დიდხანს გაგრძელდა. აშშ-ს ბაზრისთვის სულ 11 200 ერთეული გამოვიდა. დანარჩენი მსოფლიოსთვის კი უფრო მეტი ეგზემპლარი დამზადდა. დღეს მეოთხე თაობის გამართული Supra-ს ღირებულება საკმაოდ მაღალია. კარგად შენახული ქარხნული ეგზემპლარების მოძიება კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხოლო, როდესაც Supra-ს მოუვლელ მოდელს გზებზე დასაბრუნებლად მუშაობა სჭირდება, ამ პროცედურის ხილვა ძალზედ სასიამოვნოა.

ეს „სუპრა“ წლების განმავლობაში იყო მიტოვებული. ექსტერიერს მრავალწლიანი მოუვლელობის კვალი ეტყობა. ვიდეოდან ვიგებთ, რომ მანქანის საღებავი ჭუჭყისგან და ნადებისგან დაზიანებულიცაა. ერთი შეხედვით, ქარხნული ვიზუალის დაბრუნება შეუძლებელი ჩანს, მაგრამ საჭირო საშუალებების გამოყენებითა და ცოდნით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. 

ავტომობილის გამოცოცხლების პროცედურა მთლიანი ავტომობილის უამრავჯერ გარეცხვით დაიწყო. ავტომობილი ქვემოდანაც გარეცხეს და დაამუშავეს. ამის შემდეგ კი დეტალური რეცხვის სამუშაოები დაიწყო. თითოეული დეტალის გასასუფთავებლად დიდი ძალისხმევა გასწიეს. ბორბლები მოხსნეს და ყველა მხრიდან გარეცხეს. დისკებზე, განსაკუთრებით კი წინა წყვილზე, მუხრუჭის მტვერი იყო ჩამჯდარი. ამ ყველაფრის მოცილებისა და გაშრობის შემდეგ მძიმე სამუშაოს დრო დადგა.

ავტომობილის კორპუსის გაპრიალებამდე ერთი სპეციალური პროცედურაა ჩასატარებელი. როდესაც საღებავი ასეთ მდგომარეობაშია, მხოლოდ ასეთი დამუშავების შემდეგ არის რეკომენდებული პოლირების დაწყება. ეს ეტაპი საკმაოდ შრომატევადი გახლავთ. ამის შემდეგ კი პოლირებისა და სალონის გაწმენდის პროცედურა დაიწყეს. მთელი ეს პროცესი ზემოთ მიბმულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ. Supra-ს გამოცოცხლების კადრების ხილვა მართლაც ერთი სიამოვნებაა.

მსგავსი სიახლეები