რუსმა ჰაკერებმა საელჩოების კომპიუტერებზე წვდომა BMW-ს განცხადებით მოიპოვეს
შეტევა კიევში არსებული 80 უცხოური სალჩოდან 22-ზე განხორციელდა.
როგორც ჩანს, დიპლომატებისთვის BMW 5-Series-ი საინტერესო ავტომობილია. ამას რუსი ჰაკერების მიერ დიპლომატების კომპიუტერებზე თავდასხმა ადასტურებს. თანამდებობის ათობით პირმა ის ბმული გახსნა, რომელშიც BMW-ს პრემიუმ კლასის მოდელი საკმაოდ სარფიან ფასად იყიდებოდა. ასე და ამგვარად, ჰაკერებს დიპლომატების კომპიუტერებზე წვდომა გაუჩნდათ.
ამ გაუმართლებელი, მაგრამ მუშა ილეთისთვის ოკუპანტი ქვეყნის ჰაკერებმა 2011 წლის „მეხუთე სერია“ გამოიყენეს. რუსმა ჰაკერმა პოლონეთის დიპლომატებს Cozy Bear-ის ზედმეტსახელით განცხადება ელექტრონული მეილით გაუზიარეს.
როუტერსის ინფორმაციით, ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, რომ ეს ავტომობილი გასაყიდად ნამდვილად ყოფილიყო გამოტანილი. მანქანის ფასი ჰაკერებმა 7 500 ევრომდე შეამცირეს. ავტომობილის ნამდვილ მფლობელს, დაბალი ფასის გამო, უამრავი ადამიანი დაუკავშირდა. ბმულზე გადასვლილსას და სურათების დათვალიერებისას კომპიუტერში სპეციალური ვირუსი აღწევდა, რომელიც ჰაკერებს კომპიუტერზე წვდომის საშუალებას აძლევდა.
როგორც Palo Alto Networks-ის გამოცემიდან ვიგებთ, ჰაკერებმა კიევში არსებული 80 საელჩოდან 22-ზე განახორციელეს ასეთი თავდასხმა. კიბერშეტევის წყარო ATP29-აა, რომელიც ბრიტანელებისა და ამერიკელების მიერ გაშიფრული და გამოაშკარავებული რუსული კომპანიაა. ამავე კომპანიამ „ნატოს“ და ევროკავშირის წინააღმდეგ კიბერკამპანიაც წამოიწყო. ანალოგიური საშუალებებითა და ტექნიკის გამოყენებით კი ისინი მარტივად ამოიცნეს.
მეხუთე სერიის მფლობელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მისი ვინაობა უცნობია. მომხდარის შემდეგ მან თავისი ავტომობილის გაყიდვა პოლონეთში გადაწყვიტა.