ახალ ფოტოში ჩანს, რამდენად განვითარდა Cybertruck-ი გამოჩენის შემდეგ
ინტერნეტში ახალი ფოტო გამოჩნდა, რომელშიც Tesla Cybertruck-ის ბოლო პროტოტიპი ჩანს და 2019 წლის პროტოტიპთან შედარებით რამდენიმე ცვლილება ჩანს.
Tesla Cybertruck-ი წარმოებასთან ძალიან ახლოსაა.
ამ ავტომობილის კლიენტებისთვის მიწოდება წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. წარმოებისთვის მზა პროტოტიპი გზებზე უკვე რამდენჯერმე შენიშნეს.
ახლა კი ინტერნეტში სურათი გამოჩნდა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად განვითარდა ელექტრო ავტომობილის პროტოტიპი 2019 წლის შემდეგ.
პირველი, რაც თვალში გვხვდება ისაა, რომ ავტომობილი უფრო ფართოა და მიწასთან უფრო ახლოსაა. სავარაუდოდ, Tesla-მ დაკიდების სისტემაში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებები წინა ნაწილშიც შეინიშნება. 2019 წლის პროტოტიპს უფრო გრძელი ცხვირი ჰქონდა.
კიდევ ერთი სხვაობა ისაა, რომ 2023 წლის პროტოტიპს სარკეები აქვს.
კარების ქვეშ შავი პანელებია, რომლებიც, როგორც ჩანს, დააპატარავეს.
ამ სურათების ინტერნეტში გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგ მომხმარებელს უფრო მოკლე ცხვირი მოეწონა, ზოგს - არა.
და თქვენ როგორ ფიქრობთ? რომელი უკეთესად გამოიყურება: 2019 წლის პროტოტიპი, თუ 2023-ის?