იშვიათი McLaren P1 Spider-ი Lanzante-სგან გუდვუდის ფესტივალზე გამოჩნდა
Aa
Aa

იშვიათი McLaren P1 Spider-ი Lanzante-სგან გუდვუდის ფესტივალზე გამოჩნდა

McLaren-ის უსახურავო P1 არ აუწყია, თუმცა, რამდენიმე მაინც არსებობს.

5 უსახურავო McLaren P1-დან ერთ-ერთი 2023 წლის გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდა.

P1 Spider-ი, უსახურავო P1 ჰიპერქარი Lanzante-ს ქმნილებაა. მისი დებიუტი გასულ წელს გუდვუდის ფესტივალზე შედგა. წელს კი უკვე მოქმედებაშიც ვიხილეთ.

P1-ის შასის დიზაინი უსახურავო ვერსიაზე არასდროს ყოფილა მორგებული, ამიტომ ჰიპერქარის კაბრიოლეტად გადაქცევა ნამდვილი გამოწვევა იყო.

იმაში დასარწმუნებლად, რომ სახურავის მოჭრა ავტომობილის შესაძლებლობებზე ცუდად არ აისახებოდა, Lanzante-მ გუნდში პოლ ჰოუსი მიიყვანა. ადამიანი, რომელიც P1-ის შექმნაზე მუშაობდა.

P1 Spider-ის სახურავის პანელი მექანიკურად იხსნება. ინტერიერის დასაცავად, Lanzante-მ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ნედლეულით დაფარა.

ცხენის ძალების რაოდენობა იმდენივე აქვს, რაც ქარხნულ P1-ს. ტვინ-ტურბოდაბერვის 3.8-ლიტრიანი V8 და ელექტრო მოტორი ჯამში 903 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 349კმ/სთ.

P1 Spider-ი ერთ-ერთი McLaren-ია იმ გრძელი სიიდან, რომელიც Lanzate-მ შემოგვთავაზა. გარდა ამისა, კომპანიამ  P1 LM, P1 GT Longtail-ი და P1 GTR-18 ააწყო. ყველა მათგანი P1 GTR-ზეა დაფუძნებული.

მსგავსი სიახლეები