კანონები, გამონაბოლქვი
Aa
Aa

ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის სექტემბრიდან დაჯარიმდებიან

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებია, რაც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ასევე, განსაზღვრულია ჯარიმების ოდენობა და განმეორებითი დარღვევის ვადები.

„საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი 3000 ლარი“.

კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. ირემაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.

„ეკიპაჟი ხილულ გამონაბოლქვზე კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გააჩერებს, ადგილზე შეამოწმებს სპეციალური ხელსაწყოებით, რომელიც უკვე შეძენილია დეპარტამენტის მიერ. ეს მოწყობილობები ევროკავშირის ბაზარზეა სერტიფიცირებული. ასევე, ეკიპაჟები აღიჭურვა ახალი მანქანებით, რომლებსაც ნულოვანი გამონაბოლქვი გააჩნია“.

საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

მსგავსი სიახლეები