Aa Aa
21 ივლისი 2023  |  10:00

Porsche 911 Turbo S-ს Mansory-სგან 900 ცხენის ძალა აქვს

მას P9LM EVO 900 ჰქვია და მხოლოდ 10 ეგზემპლარად აიწყობა.

წლების განმავლობაში Mansory-სგან ბევრი ექსტრავაგანტური პროექტი გვინახავს. კომპანიამ იცის, როგორ უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან. ეს Porsche 911 Turbo S-ი Mansory-სგან სხვაში ნამდვილად ვერ აგერევათ. მას P9LM EVO 900 ჰქვია და დიახ, რიცხვი 900 ცხენის ძალებს ნიშნავს.

Porsche-ს 3.8-ლიტრიან ტვინ ტურბო 6-ცილინდრიან ძრავას უფრო დიდი ტურბოები დაუყენა. მთლიანი გამოსაბოლქვი სისტემა განახლებულია. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და P9LM EVO-ს 900 ცხენის ძალა აქვს. 100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ.

წინა ნაწილი მთლიანად კარბონისაა და უფრო დიდი საჰაეროები აქვს. Mansory-მ P9LM EVO-ს LED მაშუქები დაუყენა. კარბონის დეტალები ავტომობილის გვერდებსა და უკანა ნაწილშიც გრძელდება. ყურადღებას დიდი, ორსაფეხურიანი ფრთა იპყრობს. უკანა შუშაზე კი დიდი ზომის ჰაერის ამღებია.

Mansory-ს თქმით, ექსტერიერისა და ინტერიერის ფერების შეცვლა კლიენტის სურვილის მიხედვითაა შესაძლებელი. სალონში კარბონის და ტყავის კომბინაციაა გამოყ6ენებული. თეთრი ფერის დამატება ინტერიერს უფრო ნათელს აჩენს. Mansory-მ თავისი ლოგოების გამოყენება არ დაიშურა.

P9LM EVO 900 მხოლოდ 10 ეგზემპლარად აიწყობა. ფასი ჯერ არ დაუსახელებია. ფასი კლიენტის სურვილების გათვალისწინების შემთხვევაში განსხვავებულია. ქარხნული Porsche 911 Turbo S-ის ფასი $232,050-დან იწყება.

გაზიარება: