საქართველო, ავტოექსპორტი, ავტომობილები
Aa
Aa

ახალი რეკორდი - საქართველოდან 990.9 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნიდან 990 864 430 აშშ დოლარის ღირებულების 51 011 ცალი მსუბუქი ავტომობილი რეექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, წლიურად ავტოექსპორტის მაჩვენებელი ღირებულებით ნაწილში 267,3%-ით, ხოლო ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 74,6%-ით არის გაზრდილი.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წლის პირველ ნახევარში ავტოექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა:

• ყირგიზეთი - 236 017 230 აშშ დოლარი; 5 840 ცალი მსუბუქი ავტომობილი;

• ყაზახეთი - 235 744 650 აშშ დოლარი; 13 916 მსუბუქი ავტომობილი;

• აზერბაიჯანი - 226 101 620 აშშ დოლარი; 14 206 მსუბუქი ავტომობილი;

• სომხეთი - 184 784 450 აშშ დოლარი; 10 235 მსუბუქი ავტომობილი;

• რუსეთი - 52 513 560 აშშ დოლარი; 3 786 მსუბუქი ავტომობილი.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები