ჯეიმს ბონდი, Aston Martin
Aa
Aa

„ჯეიმს ბონდის“ 1987 წლის Aston Martin V8 შესაძლოა 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდოს

ეს 1973 წლის Aston Martin V8 ერთ-ერთია ოთხი ეგზემპლარიდან, რომელიც 1987 წლის გამოშვების ჯეიმს ბონდის ფილმში გადაიღეს.

აუქციონზე მალე მსურველები 1987 წლის „ჯეიმს ბონდის“ Aston Martin V8-ს შეძენას შეძლებენ. მოდელს რესტავრაცია ახლახან ჩაუტარდა და ჩინებულ მდგომარეობაშია. მანქანა ნებისმიერი კოლექციის დასამშვენებლად მზად არის.

V8 ძრავით აღჭურვილ ავტომობილს გრძელი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. 1973 წლის გამოშვებული Aston-ი EON-მა 1986 წელს მეორადი შეიძინა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მწარმოებელს ავტომობილების გამოსაშვებად 18-თვიანი ვადა სჭირდებოდა.




მწვანე ფერში შეღებილი, საწვავის შეფრქვევის სისტემით წარმოდგენილი ეგზემპლარი გადამღებმა ჯგუფმა ნაცრისფერ ფერში შეღება. იმ პერიოდისთვის 13 წლის მანქანას სხვა ბევრი დეტალიც შეუცვალეს.

იმისათვის, რომ ავტომობილი ჯეიმს ბონდისთვის შესაფერისი ყოფილიყო, მანქანას ღია სახურავი და რეაქტიული ძრავაც დაუმატეს. სამწუხაროდ, მას გადაღებისას ფრთხილად არ ეპყრობოდნენ. ეს ეგზემპლარი იმ სცენაში გამოიყენეს, რომელშიც Aston Martin-ი ექსტრემალურად რთულ პირობებში იმართება. ამ ეპიზოდების შექმნისთვის გადამღებ ჯგუფს ძრავისა და კოლოფის ამოღება მოუწია.




ავტომობილი EON Production-ის მფლობელობაში 1995 წლამდე იყო. შემდეგ ის პიტერ ნელსონმა იყიდა, რომელიც „ბონდის“ კოლექციონერად ითვლება. მისი მფლობელობისას მანქანა Cars of the Stars Motor Museum-ს ამშვენებდა. შემდეგ კი ის ამერიკელ კოლექციონერს ჩაუვარდა ხელში.

ამჟამინდელი მფლობელი ამ ავტომობილით 2021 წლიდან ტკბება. ახლა კი მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ამ ადამიანმა ბონდის „ასტონის“ გაყიდვა იმის შემდეგ გადაწყვიტა, რაც ავტომობილში ავთენტური V8 ძრავა და ZF-ის კოლოფი უკან დააბრუნეს. 

ბონდის მოყვარულებისთვის ეს უიშვიათესი შანსია შეისყიდონ ისტორიული ავტომობილი. სწორედ ამიტომ, აუქციონის სახლი ელოდება, რომ მოდელი 1.4-დან 1.8 მილიონ დოლარამდე შეფასდება. აუქციონი 17-19 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები