მიჩიგანში ბეისბოლის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა და სადილეროს მანქანები გაანადგურა
სადილეროს ინვენტარი, რომელიც Buick-ის, GMC-ისა და Chevrolet-ის მოდელებს აერთიანებდა თითქმის მთლიანად განადგურდა.
რამდენიმე დღის წინ მიჩიგანს ძლიერი სეტყვა დაატყდა თავს. სეტყვა ჩოგბურთისა და ბეისბოლის ბურთის ზომის გახლდათ. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ზარალი დიდია. სეტყვის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი ერთ-ერთ სადილეროს მიადგა.
Todd Wenzel Buick GMC of Davison-ის სადილეროს სადგომზე უამრავი ავტომობილი იყო გაჩერებული. კომპანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ სეტყვამ თითქმის ყველა ავტომობილი დააზიანა. ასევე, დაზიანებულია სადილეროს შენობაც.
კომპანიას ბიზნეს საქმიანობა არ შეუჩერებია. ისინი ავტომობილებს ეტაპობრივად შეაკეთებენ და სადგომებზე დააბრუნებენ. ზარალი რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.
როგორ გამოიყურება Todd Wenzel Buick GMC of Davison-ის ავტოსადგომი ახლა? ნახეთ ქვემოთ მიბმული ვიდეო.