Ford Fusion Active Wagon: 2022 წლის მინი ყველგანმავალი
Aa
Aa

Ford Fusion Active Wagon: 2022 წლის მინი ყველგანმავალი

თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ რამდენიმე წელიწადში ბაზარზე მხოლოდ სუვები, კროსოვერები და მათთან მიმსგავსებული ავტომობილი იქნება ხელმისაწვდომი. 2018 წელს „ფორდმა“ განაცხადა, რომ ის სამგზავრო ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს. არსებული მოდელების კროსოვერებად ტრანსფორმაციის შედეგად სამგზავრო მანქანასთან ყველაზე მიახლოებული გარეგნობის მქონე Fusion-ი დარჩება.

ჩრდილო ამერიკის ქვეყნების გარდა, ეს მოდელი Mondeo-ს სახელით არის ცნობილი და მისი ფურგონის ვერსია „კროსოვერის ტიპის“ განახლებებს 2022 წელს მიიღებს. ახალი მოდელი, სახელად Fusion Active, A4 Allroad-ის და Volvo V60 Cross Country-ს დაემსაგვსება, რადგან სტანდარტულ ფურგონი ამაღლებულ დაკიდების სისტემას და გრავისგან დამცავ პანელებს შეიძენს.

 

„ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ ამერიკაში სედანის ვერსია წარმოებიდან ამოეღო და სრულად ფურგონის ვერსიით ჩაენაცვლებინა. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის „სუვებისადმი“ სიყვარულით ახსნა. იმისათვის, რომ Fusion Active-მა თავის სეგმენტში Subaru-ს მოდელებს კონკურენცია გაუწიოს, მოდელის შემუშავება-წარმოებაში ინვესტიციის დამატება დასჭირდება.

ცნობილია, რომ ახალ Fusion-ს 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აამოძრავებს. ავტომობილის ფასი $35,000-ის ფარგლებშია ნავარაუდები.

Fusion Active-ის შექმნის ყველაზე კარგი არგუმენტი სეგმენტში კონკურენციის ნაკლებობაა, თუმცა Subaru-ს დომინირება შეიძლება შემაფერხებელ ფაქტორად ჩაითვალოს. „ფორდის“ ბიუჯეტური მოდიფიკაცია, რომელიც Fusion-ს კროსოვერად აქცევს, 20 წლის წინ მიზანშეწონილი ნაბიჯი იქნებოდა, მაშინ ეს ფორმულა „ვოლვომ“ და „აუდიმ“ წარმატებით გამოიყენა, მაგრამ 2021 წლის ბაზარზე ეს რამდენად იმუშავებს, საკითხავია.

კომპანიის განცხადებით ახალი Fusion Active ფასის მხრივ Ford Explorer-ის და ხუთადგილიანი VW Atlas Cross Sport-ის კონკურენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები