Aa Aa
25 ივლისი 2023  |  12:48

მფლობელს ელექტრო ველოსიპედი დამუხტვისას აუფეთქდა

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 30 წუთი ცდილობდნენ.

ადამიანების ნაწილი ელექტრომობილებს ცეცხლის გაჩენის რისკის გამო იწუნებს. ამის საფუძველს მათ მრავალი ასეთი გამოვლენილი შემთხვევა აძლევთ. ახლა ცეცხლის გაჩენის რისკთან პირადი გამოცდილება ელექტრო ველოსიპედის მფლობელმაც მიიღო.

ელექტრომობილებთან ერთად, ბოლო წლებში ელექტრო აგრეგატებით ველოსიპედებიც აღიჭურვა. ეს ტრანსპორტი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. უდიდეს მოთხოვნაზე შესაბამისი მიწოდებისთვის უამრავი ბრენდი მუშაობს. ისინი ელექტრო ველოსიპედებისთვის ლითიუმ-იონურ ბატარეებს იყენებენ. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ლითიუმ-იონურ ბატარეებს ხშირად სითბ ერღვევა, ცხელდება და აალებას იწვევს.

ის სცენარი, რაც ზემოთ მიბმულ ვიდეოში განვითარდა, სავარაუდოდ, ზედმეტი დამუხტვის შედეგია. ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, რომ მფლობელი იმ ადგილს უახლოვდება, სადაც ბატარეა იმუხტება. რამდენიმე წამში კი მოწყობილობა ფეიერვერკივით ფეთქდება. ოთახი ბოლითა და ნაპერწკლებით გაივსო.

ეს შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში მოხდა. აქ ყოველ კვირას ბატეებთან დაკავშირებული 6 შემთხვევა მაინც ხდება. ამ რაინის სახანძღო განყოფილების ცნობით, ისინი ცეცხლის ჩაქრობას 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.

ამავე განყოფილებამ რამდენიმე კვირის წინ ელექტრო ველოსიპედების მფლობელებს საკამოდ გასადეგი რჩევები მიაწოდა. ასევე გასცეს მკაცრი რეკომენდაცია, რომ სრული დამუხტვის შემდეგ ბატარეა დენის წყაროდან აუცილებლად ჩაიხსნას.

ხდება თუ არა მსგავსი შემთხვევები საქართველოში? სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, თუ სხვა ადამიანების გამოცდილებას გავითვალისწინებთ მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილების შანსებს გავზრდით.

გაზიარება: