Aa Aa
26 ივლისი 2023  |  11:41

მსოფლიოში პირველი კონცეპტუალური ავტომობილი 1938 წლიდან

ავტო ინდუსტრიის პირველი კონცეპტუალური ავტომობილი Buick Y-Job დახვეწილი კაბრიოლეტი იყო, რომელიც დროს უსწრებდა.

სურათებზე თქვენ მსოფლიოში პირველ კონცეპტუალურ ავტომობილს ხედავთ.

ის GM-ის დიზაინის დეპარტამენტში აიწყო და ამ პროექტის ხელმძღვანელი ჰარლი ჯეი ერლი იყო.

ერლი GM-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი იყო, რომელიც დიზაინის გუნდს ხელმძღვანელობდა.

მისმა გუნდმა დახვეწილი კაბრიოლეტი შექმნა.

Y-Job-ი ერლის დიზაინის ფილოსოფიის გამოხატულება იყო - დაბალი და გამარტივებული.

მას უამრავი ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც დროს უსწრებდა.

პატარა ჰორიზონტალური ცხაურა და დამალული მაშუქები შემდგომში სერიულ მოდელებში გამოიყენეს.

იარაღის სამიზნის მსგავსი ორნამენტი კაპოტზე, ორად გაყოფილი საქარე მინა, ცხაურაში დამალული მოხვევის სიგნალები და ნავის მსგავსი უკანა ნაწილი...

ასევე ბამპერებში ინტეგრირებული უკანა მაშუქები, კარის ჩაღრმავებული სახელურები, ელექტროჰიდრავლიკური სახურავი და ელექტრო შუშები.

ასე გამოიყურებოდა მსოფლიოში პირველი კონცეპტი.

Y-Job-ს Buick Series 50 Super-ის შასი ჰქონდა, ამიტომ სანომრე ნიშანზე Super დააწერეს.  

თავიდან 3-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. მოგვიანებით კი ავტომატურით ჩაანაცვლეს.

ავტომობილის სატერფულები ჰარლი ერლზე იყო მორგებული.

რატომ? იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მსოფლიოში პირველი კონცეპტი არ ყოფილა. ამ ავტომობილს 1940-იანებში ერლი ყოველდღიური გადაადგილებისთვის იყენებდა.

1950-იანებში ამ ავტომობილმა GM-ის კოლექციაში გადაინაცვლა.

გაზიარება: