Aa Aa
4 აგვისტო 2023  |  09:24

Countach-ი ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“ აუქციონზე გაიყიდება

გასაკვირი არაა, რომ საკმაოდ დიდ თანხად არის შეფასებული.

Lamborghini Countach-ი, რომელიც „უოლ სტრიტის მგელის“ ვარსკვლავი იყო, ნიუ იორკში იყიდება.

გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი თანამედროვე კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია, საკმაოდ იშვიათიცაა.

მსგავსი მახასიათებლებით მხოლოდ 12 ეგზემპლარი არსებობს და სკორსეზეს ფილმში არა ერთი, არამედ 2 მათგანი გამოიყენეს.

ერთ-ერთი მათგანი ცნობილ სცენაში განადგურდა.

ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟ ჯორდან ბელფორტს ნარკოტიკი აქვს მიღებული. Countach-ში ძლივს ძვრება. შემდეგ კი გზად ყველაფერს ეჯახება და ავტომობილს ანადგურებს.

თუმცა, ნიუ იორკში ის ეგზემპლარი იყიდება, რომელიც ამ სცენას გადაურჩა.

„უოლ სტრიტის მგელის“ Countach-ი სოტბის ექსკლუზიურ აუქციონზე 8 დეკემბერს გაიყიდება.

აუქციონის შეფასებით, ამ ავტომობილის ფასი $1,500,000 - $2,000,000 უნდა იყოს.

გაზიარება: