Bugatti, Chiron
Aa
Aa

ვიღაცამ Bugatti Chiron-ის მართვა საბურავების გარეშე მოინდომა

ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ტვირთავენ ძვირადღირებულ ჰიპერავტომობილს სატვირთოდან.

Bugatti-ის მოდელების ნაწილები და სერვისი რომ კოლოსალური თანხები ღირს, ამასთან დაკავშირებით CrystalAuto-ს მკითხველი ინფორმირებულია. სწორედ ამიტომ, ამ ავტომობილებს მფლობელები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. თუმცა, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩვენს გაკვირვებას იწვევს. 

ზემოთ მიბმულ ვიდეოში ვიღაც გენიოსს Chiron-ი სატვირთოდან უკანა საბურავის გარეშე, ცარიელი დისკით გადმოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ იატაკზე რბილი მასალა არის დაფენილი, ამ კადრების ყურება ძალზედ რთულია. ერთ მომენტში ხალიჩა მთავრდება და მძღოლი შიშველი დისკით პირდაპირ უხეშ ზედაპირზე გადადის. 

ვიდეო TikTok-ის პლატფორმაზე გავრცელდა, რომელსაც ვინმე ჯეკი ავრცელებს. სამწუხაროდ, ის დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰქონდა Chiron-ის უკანა დისკს საბურავი. არც ის ვიცით რამდენად დაზიანდა დისკი.

Veyron-ის მოდელებისთვის დისკებისა და საბურავების შეცვლა უძვირესი გახლდათ. Bugatti-იმ ეს Chiron-ში გამოასწორა და ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა. მწარმოებელი ამბობს, რომ დისკები დიდხანს ძლებს და მცირედი დაზიანების შემთხვევაში შეცვლას არ საჭიროებს. თუ ამ ჩვენებას დავუჯერებთ, მაშინ ამ „შირონის“ დისკის შეკეთება ათობით ათასი არ უნდა დაჯდეს. რამდენიმე ათასი დოლარი - კი ბატონო.

მსგავსი სიახლეები