Mercedes-Maybach S680-ს 850 ცხენის ძალა აქვს
ატელიემ ძრავის მოცულობა 6.0 ლიტრიდან 6.3 ლიტრამდე გაზარდა.
V12 ძრავები გადაშენების პირასაა. თუმცა, Mercedes-Maybach S680-ში მას ჯერ კიდევ შევხვდებით. ამ ავტომობილს 621 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ ეს Brabus-ისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ატელიემ Mercedes-Maybach Brabus 850 გამოუშვა, რომელსაც უფრო ძლიერი აგრეგატი აქვს.
კაპოტის ქვეშ Brabus-მა ყველაფერი დახვეწა. ტვინ ტურბოდაბევრის ძრავის მოცულობა 6.0-ლიტრიან 6.3 ლიტრამდე გაზარდა. ძრავას ახალი ნაჭედი დგუშები და მუხლა ლილვი აქვს. ასევე შეცვალეს მაერთებელი ჭოკი.
უფრო დიდი ტურბოკომპრესორები Mercedes-Maybach-ს უფრო მეტ ძალას ანიჭებს. ცხენის ძალები 850-მდე გაიზარდა. Brabus 850-ს 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ოთხივეწამყვანი სისტემა აქვს. ოთხადგილიანი მდიდრული სედანი 100კმ/სთ-მდე 4.1 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ.
ატელიემ ავტომობილის გარეგნობა კარბონის დეტალების გამოყენებით გააუმჯობესა. წინ კარბონის სპოილერია. კარბონისაა დიფუზორიც და მაყუჩის მილების ბუდეებიც. გამონაბოლქვის ახალი სისტემა უჟანგავი ფოლადისაა. დისკები 22-იანია.
Brabus-ის სიყვარული კარბონის მიმართ სალონშიც თავს იჩენს. ეს ნედლეული საჭეზე, მონაცემთა დაფაზე, ცენტრალურ კონსოლსა და კარის პანელებზეა გამოყენებული. სავარძლები ნაცრისფერი ტყავითაა დაფარული. Brabus-ი კლიენტებს ნედლეულისა და ფერების ფართო არჩევანს სთავაზობს.
Brabus-ის ვერსიის ფასი 470,000 ევროა. 2023 წლის Mercedes-Maybach S680 ფასი $229,000-დან იწყება.