BMW-ს ახსნა-განმარტება ახალ ლოგოზე
Aa
Aa

BMW-ს ახსნა-განმარტება ახალ ლოგოზე

ახალ Concept i4-თან ერთად, ბავარიულმა ავტომწარმოებელმა იკონური ლოგოტიპის განახლებული ვერსია წარადგინა. დამკვიდრებული ლურჯი, თეთრი და შავი ლოგოს 3D ეფექტს და შავ წრეს დაემშვიდობა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ლოგო Concept i4-ს ძრავის ხუფს ამშვენებდა, BMW-მ განაცხადა, რომ წარმოებულ ავტომობილებზე კვლავ ძველ ლოგოს გამოიყენებს.

კითხვაზე, თუ რისთვის შეიმუშავეს  ახალი ლოგო, BMW-მ შემდეგნაირად უპასუხა: „კომპანიის ახალი ლოგო კორპორატიულ კომუნიკაციაში გამოიყენება. ყველა ჩატარებულ ღონისძიებაში ახალი დიზაინის ინტეგრირება მოხდება. ლოგოტიპი ასევე ავტოშოუს სტენდებსა და მედიის ბრენდინგში გამოიყენება.“

BMW აცხადებს, რომ კომპანიის ყველა პლატფორმა ახალ ლოგოს 2021 წლის მაისის ბოლომდე სრულად აითვისებს.

BMW-ს თქმით, ახალი ლოგო „ციფრული ერის შესაფერისია“, რადგან ორგანზომილებიანი გამჭირვალე ლოგო ღიაობას უკეთ ასახავს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანული ბრენდი დამკვიდრებული ლოგოს დიზაინს უფრო მოკრძალებულსა და მინიმალისტურზე ცვლის. „ფოლკსვაგენმა“ ეს 2019 წლის სექტემბერში გააკეთა. ერთადერთი განსხვავება VW-ს და BMW-ს შორის არის ის, რომ „ფოლკსვაგენი“ ახალ ლოგოს წარმოებულ ავტომობილებზე გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები