BMW, აუქციონი, XM
Aa
Aa

ლენტი გაჭრილია - ვიღაცამ BMW XM-ი უკვე დაამტვრია

ჰიბრიდული SUV-ის ყველა მხარე დაზიანებულია.

2023 წლის BMW XM-ი შესაძლოა M-ის ის მოდელი არ იყოს, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, მაგრამ მისმა ვიზუალმა და მონაცემებმა 2022 წლის სექტემბერში ყველას ყურადღება მიიქცია.

სამწუხაროდ, ვიღაცამ XM-ის ერთი ეგზემპლარი უკვე შეიწირა და ის ახლა დაზიანებული ავტომობილების სადგომზე დგას. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი Copart-ის აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანას დაზიანება ოთხივე მხრიდან აქვს. წინა და უკანა ბამპერები არ მოყვება და 4-ის ნაცვლად ახლა სამი ბორბალი აქვს.



რა თქმა უნდა, დაბალია გარბენი. მანქანის ოდომეტრზე 3 647 კილომეტრია გამოსახული. სამწუხაროა, რომ მფლობელმა ამ ავტომობილით სიამოვნების მიღება ვერ მოასწრო.

დიახ დიახ, სიამოვნების. შეგახსენებთ, რომ XM-ი 644 ცხენის ძალა აქვს. ამ სიმძლავრეს 4.4-ლიტრიანი V8 გამოიმუშავებს. საბედნიეროდ, ეს აგრეგატი შემთხვევას გადაურჩა. განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის იქოქება და მუშაობს. ასევე, გადარჩენილია სალონიც. გარედან რამდენიმე პანელიც უნაკაწროა.



თუმცა, შესაძლოა ავტომობილის ჩარჩო დეფორმირებული იყოს, რადგან მძღოლის კარი კარგად არ იკეტება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილის შეკეთება ქართული სტანდარტებითაც ძვირი დაჯდება. Copart-ის მონაცემებით, დაუზიანებელი XM-ის ღირებულება 157 194$-ია.

ჩამოიყვანდით ამ ავტომობილს შესაკეთებლად?

მსგავსი სიახლეები