ვიდეო: 6-თვლიანი Ram TRX-ი Tesla Model S-ზე ხტება
Warlord-ი ბრუნდება და ამჯერად არ იმტვრევა.
ჩვენ არაერთი ავტომობილი გვინახავს, რომელმაც სხვა ავტომობილზე გადახტომა სცადა და არ გამოუვიდა.
The Triple F Collection-მა და Love Cars-მა თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს იმის საჩვენებლად, თუ რა შეუძლია 6-თვლიან Ram TRX-ს. ვიდეოში ჩანს, როგორ ახტება TRX-ი Tesla Model S-ს და ამჯერად ეს მარტივად გამოსდის.
Triple F Collection-ის გუნდმა ამის გაკეთება გასულ წელსაც სცადა, თუმცა, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და სატვირთოს შეკეთება $20,000 დაჯდა.
რთული სამუშაოების შემდეგ მონსტრი სატვირთო ძველებურ ფორმას დაუბრუნდა და თავგადასავლებისთვის მზად იყო.
ამჯერად, ყველაფერი უკეთ გამოუვიდათ. TRX გრავიტაციას კარგად გაუმკლავდა და შთამბეჭდავი ნახტომი გამოუვიდა.
კაპოტის ქვეშ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავაა, რომელიც 702 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ძალა 6 თვალზე ნაწილდება.
Ram TRX-ის 6-თვლიანი ვერსია 2021 წელს Warlord-ის სახელით Apocalypse Manufacturing-მა გამოუშვა და მისი ფასი $250,000-ია.