Aa Aa
17 აგვისტო 2023  |  10:25

ავტონომიურ ტაქსებში შეყვარებული წყვილები დროს უქმად არ კარგავენ

San Francisco Cruise-ის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ავტონომიურ მანქანებში ისინი სექსით დაკავდნენ.

ავტონომიური ავტომობილების მთავარი ხიბლი ისაა, რომ მათი დახმარებით ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა ადამიანის ჩართულობის გარეშეა შესაძლებელი. ამ დროს ადამიანებს დრო უქმად არ ეკარგებათ და საშუალება ეძლევათ რამე წაიკითხონ, სამსახურის საქმე გააკეთონ, დაიძინონ, ითამაშონ ან სხვა. ეს „სხვა“ სან ფრანცისკოში ზოგმა მართლაც სხვანაირად გაიგო.

2018 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ავტონომიური ავტომობილების დამკვიდრების შედეგად მგზავრების ერთმანეთთან სექსუალური კავშირის დამყარების შემთხვევები გაიზრდებოდა. როგორც ჩანს, ეს ვარაუდი უკვე რეალობაა. 

სან ფრანცისკოში „რობოტაქსები“ უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ხალხი ამ ტრანსპორტს აქტიურად იყენებს. San Francisco Standard-ის ცნობით, მათ რამდენიმე ადამიანისგან გაიგეს, რომ სამოქალაქო გზებზე გადაადგილებისას მგზავრები სექსით დაკავდნენ.

ერთ-ერთი წყვილი აცხადებს, რომ ამ გამოცდილებს მიღებისას მათ სირცხვილის შეგრძნება საერთოდ არ ჰქონიათ. მიზეზად, მათი აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ნისლი სახელდება, რომელმაც ფანჯრები დააორთქლა. ისინი აცხადებენ, რომ მანქანაში რა ხდებოდა - არ ჩანდა.

„რობოტაქსით“ სარგებლობის წესებში სექსუალური კავშირის აკრძალვა არაა. თუმცა, მგზავრები ვალდებულნი არიან დაიცვან სისუფთავე და ეკრძალებათ ისეთი ქმედებები, რაც მომდევნო მგზავრებს დისკომფორტს შეუქმნის. თუმცა, როგორც ჩანს, ამ წესებს მგზავრები ან თავისებურად ან საერთოდ არ იცავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია ამ საკითხის მოგვარებას შეეცდება.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოაგვაროს „რობოტაქსების" მწარმოებელმა ეს პრობლემა? თქვენ როგორ გაუმკლავდებოდით ატეხილ სან ფრანცისკოელებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: