2024 წლის Lexus LC 500 Inspiration Series-ი მხოლოდ 125 ეგზემპლარად გამოვა
ორიგინალურ თეთრ ფერში შეღებილი, სრულად ლურჯი ინტერიერის მქონე 2024 წლის LC 500 Inspiration Series-ის კუპეს კარბონის ფრთა, Torsen-ის დიფერენციალი და სხვა საინტერესო დეტალი აქვს.
Lexus LC 500 Inspiration Series-ი 2024 წლისთვის დაბრუნდება. ახალი ვერსიისთვის ფლაგმანურ მოდელს სპეციალური თეთრი და ლურჯი ფერების კომბინაციით ვიხილავთ. ავტომობილს ბევრი სპორტული დეტალი ექნება დამატებული.
ამ მანქანის კუპე ვერსიის ფასი 116 700$-დან დაიწყება. კაბრიოლეტის შესაძენად კი მინიმუმ 121 900$ იქნება საჭირო.
ეს მართლაც დიდი ფულია, თუმცა, მყიდველებს იმედები ნამდვილად არ გაუცრუვდებათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი დიდ ექსკლუზივს ყიდულობენ. Inspiration Series-ი 125 ეგზემპლარად იარსებებს.
გამორჩეული იქნება ავტომობილის ექსტერიერის და ინტერიერის ფერებიც. კორპუსი შავი აქცენტებით იქნება გაფორმებული. ასევე, ამავე ფერში იქნება შეღებილი 21-იანი ნაწრთობი დისკებიც. კორპუსს აგრესიული აეროდინამიკური დანამატებიც ექნება. მათგან ყველაზე გამორჩეული უკან არსებული პასიური ფრთა არის. LC 500-ს Torsen-ის ბლოკირებული ხიდი და სპორტული ამორტიზატორებიც გამოარჩევს.
მანქანა ელეგანტურობას ინტერიერშიც არ კარგავს. დიზაინერებმა სალონში ყველა დეტალი Deep Blue ფერში გადაწყვიტეს. ამ ყველაფერს კი ნაცრისფერი ნაკერები საოცრად უხდება. ასევე, თითოეულ ეგზემპლარს სერიული ნომერი მიენიჭება, რომელიც ინტერიერში განთავსდება.
როგორ ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი 116 000$? დააფიქსირეთ თვენი აზრი კომენტარებში.