Acura Electric Vision კონცეპტი ელექტრო NSX-ზე მინიშნებაა
NSX აღარ გამოდის, მაგრამ Acura-მ ელექტრო მომავალზე მიგვანიშნა.
მონტერეის საავტომობილო კვირეულზე Acura-მ Electric Vision Design Study წარმოგვიდგინა. კონცეტპზე ლოს ანჯელესში დაფუძნებულმა Acura Design Studio-მ იმუშავა და, შესაძლოა, მომავალში ელექტრო NSX ვიხილოთ.
სტუდიას დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ ამ კონცეპტს „ელექტრიფიცირებული დიზაინის კვლევა ამაღელვებელი ტექნიკური მონაცემებით“ უწოდა, რომელიც „ნულოვანი გამონაბოლქვის ეპოქაში კომპანიის დიზაინის ენას გზას გაუკვალავს“.
ამ კონცეპტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ერთი შეხედვით ეს NSX-ის ევოლუციაა. თხელ წინა ნაწილში ნეონის მწვანე ნათურებს და Acura-ს განათებულ ლოგოს ვხედავთ. გვერდებზე ციფრული სარკეებია. უკან კი დიდი ზომის დიფუზორია. ტრადიციული A ლოგოს ნაცვლად, უკან ACURA აწერია.
Acura-ს აღმასრულებელი დირექტორის დეივ მარეკის თქმით, ეს კონცეპტი მისი შემქმნელებისთვის დიდი შთაგონებაა და უნდოდა Acura-ს გულშემატკივრებისთვისაც გაეზიარებინათ.