Aa
Aa

Corvette-ს კარტი, რომელიც ბავშვის საწოლისგანაა აწყობილი

მუშა გადაცემათა კოლოფის ჯოხი, საჭე, მონაცემთა დაფა და სარბოლო უსაფრთხოების ღვედი აქვს.

Corvette-ს კარტის ასაწყობად ბავშვის საწოლი გამოიყენეს.

ეს ტეხასელი გილბერტის ნამუშევარია და Poorvette ჰქვია, რადგან „როცა Corvette-ს ყიდვა არ შეგიძლია, შენით უნდა ააწყო“.

გილბერტს არც კარტის ინტერიერზე ზრუნვა დავიწყებია.

კარტს მუშა საჭე, მონაცემთა დაფა და სარბოლო უსაფრთხოების ღვედი აქვს.

ბავშვის საწოლის აგრეგატად Honda CBR600 F4-ის ძრავა აირჩია.

გილბერტის თქმით, Poorvette დრიფტისთვის, დონატების საკეთებლად და ბოლის გამოსაშვებად ააწყო და ამ დავალებას „კარგად უმკლავდება“.

რაც შეეხება სიჩქარეს, იმაზე სწრაფია, ვიდრე საჭიროა.

გილბერტი პროფესიონალი ტექნიკოსია და კარტინგების აწყობა მისი ჰობია.

„მე მათ გასართობად ვაწყობ. როცა მბეზრდება, ვყიდი და ახლის აწყობას ვიწყებ“, - ამბობს ის.

ერთადერთი, რაც Poorvette-ს არ შეუძლია, უკუსვლაა.

„ვის ჭირდება უკუსვლა, როცა 180-იანი დრიფტი შეგიძლია?“

მსგავსი სიახლეები