Aa
Aa

ვიდეო: მატარებელი სატვირთოს ეჯახება და რელსებიდან გადადის

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ლუიზიანაში BNSF-ის მატარებელი რელსებზე გაჩერებულ ნახევრად სატვირთოს დაეჯახა. ეს საშიში მომენტი რამდენიმე ადამიანმა გადაიღო.

ეს შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა და ნამტვრევების აკრეფას დიდი დრო დასჭირდა. შეჯახების გამო, მატარებელი რელსებიდან გადავიდა. პოლიციას გარკვეული მონაკვეთების გადაკვეთა და ადამიანების ევაკუაცია დასჭირდა.

ეს ვიდეო ორ სხვადასხვა რაკურსს აერთიანებს. პირველ მონაკვეთში ჩანს, როგორ ეჯახება მატარებელი სატვირთოს და საშინელი ბუღი დგება. მეორე ნაწილში კი ყველაფერი უფრო დეტალურად ჩანს.

„ამ შემთხვევამ 2 მატარებლის მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. არავინ დაშავებულა და არც გარემოსთვის საშიში ნედლეული გაბნეულა. ავარიის მიზეზს ვიძიებთ. მთავრობასთან და ჩვენს ეკიპაჟებთან ერთად ავარიის ადგილის გასუფთავებას ვცდილობთ“, - ამბობს BNSF-ის პრესსპიკერი.

ადგილობრივი გაზეთის თანახმად, სატვირთოს მძღოლმა გაქცევა შეჯახებამდე მოასწრო. გამოტყორცნილი ნაწილები თეთრ ფურგონსაც მოხვდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები