ავტოექსპორტი
Aa
Aa

საქართველოდან რეექსპორტის 50% მეზობელ ქვეყნებზე მოდის

საქართველოდან რეექსპორტის 50% მეზობელ ქვეყნებზე მოდის. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში რეექსპორტის მოცულობამ 1,855 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 926,034 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია საქართველომ მეზობელ ოთხ ქვეყანაში „გადაყიდა“.

ყველაზე დიდი მოცულობის პროდუქციის რეექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, შემდეგია სომხეთი და რუსეთი, ყველაზე მცირე კი თურქეთზე მოდის.

გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც 2023 წლის შვიდ თვეში მეზობელ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით გადავყიდეთ:

აზერბაიჯანი - 401,502 მლნ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები - 259,065 მლნ დოლარი
სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 16,291 მლნ დოლარი
სატვირთო ავტომობილები - 13,944 მლნ დოლარი
ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 13,316 მლნ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13,054 მლნ დოლარი

სომხეთი - 401,428 მლნ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები - 207,672 მლნ დოლარი
ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19,586 მლნ დოლარი
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 15,193 მლნ დოლარი
სატვირთო ავტომობილები - 7,475 მლნ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 6,168 მლნ დოლარი

რუსეთი - 92,572 მლნ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები - 65,860 მლნ დოლარი
ელექტრული წყალგამახურებლები - 8,579 მლნ დოლარი
ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 2,990 მლნ დოლარი
ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 2,241 მლნ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,087 მლნ დოლარი

თურქეთი 30,532 მლნ დოლარი

მსუბუქი ავტომობილები - 5,008 მლნ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4,658 მლნ დოლარი
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 3,923 მლნ დოლარი
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2,480 მლნ დოლარი
ელექტრული წყალგამახურებლები - 1,352
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რეექსპორტმა 1,855 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 112%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან შვიდ თვეში რეექსპორტის მოცულობა 876,572 მლნ დოლარი იყო. 

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები