700-ცხენისძალიანი Dodge Hellcat-ის კატერი მდიდრული და გიჟური სათამაშოა
ისეთი არაფერი, უბრალოდ ეს მასლქარი კატერიცაა.
იუტუბერმა Whistlin-მა კიდევ ერთი გიჟური ქმნილება შემოგვთავაზა.
ამჯერად ჩვენ 700-ცხენისძალიან Dodge Challenger Hellcat-ის კატერზე ვსაუბრობთ.
დასაწყისისთვის, ავტომობილს უკანა საბურავები მოხსნეს და გიგანტური თვლები დაუყენეს.
ამ ალუმინის თვლებზე Fitment Industries-მა იმუშავა. რატომ ალუმინი? იმიტომ, რომ რკინა ან ფოლადი ზედმეტად მძიმე იქნებოდა.
დისკები 72-ინჩიანია. ეს დაახლოებით 1.8 მეტრს უდრის!
შემდეგ ავტომობილს წინა თვლებიც მოხსნეს და ტივზე მიამაგრეს.
ძალა ისევ V8 ძრავიდან მოდის და ისევ უკანა თვლებს ეგზავნება.
წყალში გამოყენების შემდეგ, Whistlin Diesel-მა მისი ქმნილების გამოცდა ხმელეთზეც სცადა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ექსპერიმენტი უკანა თვლების განადგურებით დასრულდა.
ეს ის მომენტია, როცა გაფრთხილებად უნდა მოჰყვებოდეს, რომ იგივე სახლში არ გავიმეოროთ.
განსაკუთრებით, Dodge Hellcat-ით, რომელიც $70,000 ღირს.