Mitsubishi, VR4, Legnum, Type S
Aa
Aa

როცა Mitsubishi მართლაც „მაგარი“ იყო - 1996 წლის Legnum VR4 Type-S-ი

ეს იშვიათი, სწრაფი და პრაქტიკული JDM უნივერსალი 4x4-ზე სისტემით, ტურბინიანი V6-ით და მექანიკური კოლოფით იყო აღჭურვილი.

სწრაფი უნივერსალები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში იშვიათი და ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, იყო დრო, როდესაც ასეთი ავტომობილის შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომი გახლდათ. ერთ-ერთი ეს 1996 წლის Mitsubishi Galant Legnum VR4 Type-S-ია. ეს ავტომობილი იაპონური ბაზრისთვის გამოდიოდა და მისი რამდენიმე ეგზემპლარი საქართველოშიც ჰყავდათ. სურათზე ნაჩვენები ავტომობილი კი გასაყიდადაა გამოტანილი.

Legnum VR4 Mitsubishi-ის სარბოლო დივიზიის, Ralliart-ის მიერ იყო შექმნილი. ავტომობილი 24-სარქვლიანი 2.5-ლიტრიანი V6-ით იყო აღჭურვილი, რომელსაც 276 ცხენის ძალისა და 362 ნიუტონ მეტრის გამომუშავებაში 2 ტურბინაც ეხმარებოდა. სიმძლავრე 5-სიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური კოლოფით ოთხივე ბორბალზე ნაწილდებოდა. სურათზე ნაჩვენები Legnum-ი მექანიკური კოლოფითაა წარმოდგენილი. 



ეს ეგზემპლარი სტანდარტული VR4-ისგან გამორჩეულია. როგორც სახელიდან იგებთ, ის Type S-ია. ამ მოდელებს უფრო დიდი ფრთები, LED-ი მაჩვენებელთა დაფა და კორპუსის მერყეობის მაჩვენებელი (AYC) აქვს. ეს კომპიუტერით კონტროლირებადი ბლოკირებული ხიდი გახლავთ. შესაძლოა ეს VR4 უნივერსალია, მაგრამ მასში უამრავი სპორტული დეტალია თავმოყრილი.

სალონში ნაჭრისა და ნამდვილი ხის გაფორმება გვაქვს. საჭე Nardi Torino-ა. კლიმატკონტროლი კი ავტომატური გახლავთ. მანქანას ყველა ჩატარებული სერვისის დამადასტურებელი საბუთი მოჰყვება. ასევე, აქვს ქარხნული ხელსაწყოები და სათადარიგო საბურავი.



ამჟამინდელი მფლობელი აცხადებს, რომ ავტომობილს სერვისი ახალი ჩატარებული აქვს. ახალი შეცვლილია მოდების ქუროც. ეს ყოველივე საჭირო გახლდათ, რადგან მოდელს 199 100 კმ აქვს გავლილი.

ავტომობილის გასაყიდი განცხადება Cars & Bids-ის ონლაინ აუქციონზეა ატვირთული და სტატიის წერის მომენტში 9 000 დოლარად არის შეფასებული. თუ ეს VR4 10 000-ზე ნაკლებად გაიყიდა ეს ძალზედ სარფიანი გარიგება იქნება.

მსგავსი სიახლეები