Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evo II ყველა კოლექციონერის ოცნებაა
Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II Cosworth-ის 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი.
Mercedes-Benz 190E 2.5-16 Evolution II ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, რომელსაც Mercedes-ის ემბლემა ოდესმე დაუმშვენებია. ეს უიშვიათესი მოდელი ახლახან კონექტიკუტის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.
Mercedes-Benz-მა 190E Evolution-ი BMW M3 Sport Evolution-ის კონკურენტად 1990 წელს შექმნა. შემდეგ კი უფრო სპორტული ვერსია, Evolution II გამოუშვა. ავტომობილი იმდენად მახვილი დიზაინის მქონე პანელებით არის წარმოდგენილი, რომ თანამედროვე ეპოქაში გერმანული მარკა ახლანდელ C-Class-ს ან E-Class-ის მსგავსი დიზაინით მოდიფიცირებას არასდროს დათანხმდება.
თვალშისაცემი აეროდინამიკური გაუმჯობესებები რეგულირებად უკანა ფრთას, უკანა მინის სპოილერს, დაბერილ ფრთებს, გამოკვეთილ ბამპერებს და წინა ტუჩს მოიცავს. სურათზე ნაჩვენები მოდელი 502 შავი Evo II-დან 84-ე ეგზემპლარია. ის ქარხნულ 17-იან ალუმინის დისკებზე დგას, რომელზეც Toyo Proxes R1R საბურავებია გადაკრული.
ამ 190E-ის კაპოტის ქვეშ 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა განთავსებული, რომელიც Cosworth-მა AMG-ისთან ერთად შექმნა. მანქანას უნიკალური დროსელი, შემშვები, მანაწილებელი ლილვი, კომპიუტერი და გამშვები სისტემა აქვს. როდესაც ეს ავტომობილი ახალი იყო ის 232 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სიმძლავრე 5-სიჩქარიანი მექანიკური Getrag კოლოფით უკანა ღერძზე ნაწილდებოდა. ხიდი ბლოკირებადი გახლდათ.
Evolution II-ის სიდიადე აქ არ მთავრდება. მანქანას ადაპტირებადი დაკიდების სისტემა ქარხნულად აქვს. ასევე, გაუმჯობესებულია სამუხრუჭე სისტემა. მისი ტყავის სპორტული სავარძლები კი გათბობის ფუნქციით არის წარმოდგენილი.
სურათზე ნაჩვენები მოდელი Bring a Trailer-ის აუქციონზე იყიდება. მის ოდომეტრზე 116 000 კმ-ია გამოსახული.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასება ეს საკულტო გერმანული ავტომობილი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში!