Tesla-მ განახლებული Model 3 წარმოგვიდგინა
Aa
Aa

Tesla-მ განახლებული Model 3 წარმოგვიდგინა

Model 3-ის კომპონენტების 50%-ზე მეტი ახალია.

რასაც სურათებში ხედავთ, ახალი Model 3-ია, რომელსაც განახლებული ექსტერიერი აქვს და უფრო გამძლეა, ვიდრე წინა მოდელი.

ეს ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე შესამჩნევი განახლებაა.

Model 3-ს განახლებული წინა ნაწილი და უფრო თხელი მაშუქები აქვს.

დისკებიც ახალია.

უკანა ბამპერიც უფრო დახვეწილია. მაშუქებიც უფრო ვიწროა, რაც ავტომობილს ნაკლებად კვადრატულ შესახედაობას აძლევს.

Tesla-ს თქმით, ახალი კორპუსი უფრო აეროდინამიკულია. 

უკანაწამყვან ვერსიას ბოლომდე დამუხტულზე 553 კილომეტრის გავლა შეუძლია. განახლებამდე ეს მაჩვენებელი 490კმ იყო. უფრო გამძლე მოდელი 677 კილომეტრს დაფარავს.

სიახლეები ინტერიერშიც გრძელდება.

სალონში ახალი საჭე, უსადენო დამტენები და, უკანა სავარძლების მგზავრებისთვის, 8-ინჩიანი ეკრანია.

მთავარი, 15.4-ინჩიანი მულტიმედია ეკრანი ახლა უფრო სწრაფად რეაგირებს.

საბაზისო მოდელს 245 ცხენის ძალა აქვს, უფრო გამძლე ვერსიას კი 351 ცხენის ძალა.

Tesla თავის ავტომობილებს ხშირად არ აახლებს და, როცა ამას აკეთებს, განახლებები მინიმალურია ხოლმე.

ეს შემთხვევა განსხვავებულია. Tesla-ს თქმით, ნაწილების 50% ახალია. ამით ისე ამაყობენ, რომ პროექტს სახელიც კი შეურჩიეს - Highland.

ბრენდს ახალი Model 3-ის ღირებულება ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ფასი $40,000-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები