Avatr 12 გრან კუპეს დებიუტი შედგა და მას 578 ცხენის ძალა აქვს
Changan-ის, CATL-ს და Huawei-ს ერთობლივი მეორე მოდელის დებიუტი მიუნხენში შედგა.
Avatr-ი ჩინური მწარმოებელია, რომელიც Changan-ის, CATL-ის და Huawei-ს ერთობისგან შედგება. სახელი ცოტათი არასწორად დაწერილ „ავატარს“ ჰგავს, მაგრამ ნამდვილად არ შეშლიათ.
ამ ავტომწარმოებელმა მიუნხენში ევროპის ბაზარზე შესვლის აღსანიშნავად ახალი მოდელი წარმოგვიდგინა.
Avatr 12 4-კარიანი კუპეა, რომელიც სედანს ჰგავს, მაგრამ ზევით ასაწევი უკანა კარი აქვს.
კომპანიის თქმით, ავტომობილს კაპოტზე LED ეკრანი აქვს, რომელიც ავტომობილს გარშემომყოფებთან კომუნიკაციაში ეხმარება.
ავტომობილი ორი აგრეგატით იქნება ხელმისაწვდომი და ორივე ვერსიას CATL-ის ლითიუმის იონის ბატარეა აქვს.
უკანაწამყვან ვერსიას ერთი მოტორი აქვს, რომელიც 313 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ოთხივეწამყვან ვერსიას Huawei-ს ორმოტორიანი განლაგება აქვს. ჯამში 578 ცხენის ძალას ვიღებთ. ორივე მოდელს 94.5კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც ბოლომდე დამუხტულზე 650-700კმ-ს გავლის საშუალებას იძლევა.
Polestar 5-ს მსგავსად, უკან შუშა არ აქვს. ვიდეოკამერა უკანა ხედვის შუშის ფუნქციას ითავსებს.
„დღევანდელ სამყაროში, როცა ყველაფერი უბრალოდ ნივთია, Avatr-ი შენი მეგობარია, შენი სულის სარკე და პარტნიორი შენს მოგზაურობაში“, - ამბობს კომპანიის დიზაინის ხელმძღვანელი ნადერ ფერეიჰაზდა.
სალონი საჰაერო ხომალდს მოგვაგონებს. ერთი დიდი ეკრანი მონაცემთა დაფაა, მეორე კი - მულტიმედია სისტემის ეკრანი.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ავტომობილს 29-ზე ნაკლები სენსორი აქვს. მათ შორის სამი ლიდარულია. ყველაფერი ცენტრალური კომპიუტერიდან კონტროლდება, რომელიც Huawei Advanced Driving System (ADS) 2.0 სისტემაზე მუშაობს.
Avatr-ი 2018 წელს დაარსდა და მისი პირველი ელექტრო კროსოვერის 11-ის დებიუტი ჩინეთში 2022 წელს შედგა.