Aa Aa
9 მაისი 2020  |  14:42

2021 წლის Cadillac Escalade-ის ბუქსირების უცნაური შესაძლებლობები

ძველი და ახალი მოდელების მონაცემები თითქმის იდენტურია.

დღეს „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე ძვირადღირებული სუვის - Cadillac Escalade-ის ახალი მოდელის ბუქსირების შესაძლებლობების მონაცემები გამოქვეყნდა. „კადილაკის“ წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს, მაგრამ თუ აღნიშნული მონაცემები ნამდვილი აღმოჩნდება, ახალი Escalade-ის შესაძლებლობები მის წინა მოდელზე ნაკლებია. ეს ნაკლებობა უკან დამოუკიდებელი დაკიდების სისტემის ჩანაცვლებით შეიძლება აიხსნას. მონაცემები დიდად არ განსხვავდება, ამიტომ მომხმარებლები რამეს ბუქსირების დროს საგრძნობ სხვაობას ვერ შეიტყობენ.  

როგორც ზემოთ ცხრილში ჩანს, 2021 და 2020 წლის მოდელებს შორის 46 კილოგრამის სხვაობაა, წამყვანი თვლების რაოდენობის მიუხედავად. გრძელი ბაზის მქონე ESV ვერსიის შესაძლებლობები უცვლელი დარჩა. 6,2-ლიტრიანი V8 ძრავა ბენზინზე მომუშავე ძრავების ერთადერთი არჩევანი, მაგრამ 2021 წლის მოდელში დიზელზე მომუშავე ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც წესი, დიზელის ძრავები უფრო მეტ საბუქსირე შესაძლებლობას გთავაზობთ, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ანალოგები, მაგრამ 2021 წლის Escalade გამონაკლისია, რადგან ყველა ვერსიაში დიზელის ძრავს მისაბმელით 91 კილოგრამით ნაკლები წონის ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. Duramax-ის მწკრივული განლაგების 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავა 623 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს აწარმოებს, რაც 6,2-ლიტრიანი V8 ძრავის ტოლია. მაბრუნი მომენტი თავის მაქსიმალურ მნიშვნელობას 1500 ბრუნზე, ხოლო V8 ძრავის შემთხვევაში ნიუტონ-მეტტრების პიკს 4100 ბრუნზე აღწევს, მაგრამ დიზელის ძრავა ცხენის ძალების ნაკლებობას განიცდის. Duramax-ს 277 ცხენის ძალა აქვს, მაშინ, როდესაც V8 420 ცხენის ძალას აწარმოებს.

კომპანიის თქმით, დიზელის მოდელს ბუქსირების საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნება და საგრძნობლად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ახალი Escalade-ის საწვავის მოხმარების ოფიციალური მონაცემები GM-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ თუ იმავე ძრავების მქონე Chevrolet-ისა და GMC-ის მაჩვენებლებს შევხედავთ, წინა მოდელებთან შედარებით საწვავის მოხმარება შემცირებულია. რადგან „კადილაკი“ GM-ის ნაწილია, სავსებით მოსალოდნელია, რომ ისიც ამ ტენდენციას გაჰყვება.

გაზიარება: