ვიღაცამ Lamborghini Urus-ი 6x6 ავტომობილად გადააკეთა
ზოგიერთი ავტომობილი 6X6 გარდაქმნისთვის კარგი დონორია, ზოგიერთი - არა.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გაბედული ექსპერიმენტის შედეგი არც თუ ისე ესთეტიკურად გამოიყურება.
Lamborghini Urus 6×6-ის სურათები ინტერნეტში გავრცელდა, თუმცა, დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.
სურათები ბევრ კითხვას აჩენს.
ნამდვილად აქვს მოქმედი მესამე ღერძი, რომელსაც ძრავა ძალას აწვდის, თუ საბურავების მესამე რიგი მხოლოდ დრამატული შესახედაობის მისაცემად დაუყენეს?
ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ახალი პანელები ორიგინალის ფერში ჯერ არ შეუღებავთ.
საბედნიეროდ, წინა ნაწილი ხელუხლებელია.
ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია: დამატებითი წონით 0-100კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის საჭირო დრო გაიზრდებოდა.
6×6 მოდიფიკაცია სტაბილურობის გაზრდას, წონის უკეთეს განაწილებას, ტვირთის მეტ ტევადობას და უკეთეს ჩაჭიდებას გულისხმობს, მაგრამ ვიწრო ქუჩებში საკმაოდ არაპრაქტიკულია.
თუმცა, იმდენად ცუდად გამოიყურება ეს ნამუშევარი, რომ საეჭვოა, უგზოობაში მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო.