BMW, Alpina, 2002, Manhart, 2002 tii
Aa
Aa

Manhart-მა 1970-იანი წლების Alpina 2002 გააუმჯობესა

გერმანულმა „ტუნინგ“ ატელიემ, Lancia Delta Integrale-სა და E30 M3-ის შემდეგ, მოდიფიცირება კიდევ უფრო ძველ მოდელს ჩაუტარა.

Manhart-ი ცნობილი თანამედროვე ავტომობილების მოდიფიცირებით გახდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე პროექტით ისინი ამტკიცებენ, რომ ძველი ავტომობილებიც უყვართ. გერმანულ „ტუნინგ“ ატელიეს E30 თაობის M3 და Lancia Delta Integrale ჰყავს გაძლიერებული. ახლახან კი კომპანიამ თავისი ახალი ნაწარმი წარმოგვიდგინა - კლასიკა სახელად BMW 2002.



ეს ჩვეულებრივი 2002 არ გეგონოთ. ეს მაღალი წარმადობის, საწვავის შეფრქვევის სისტემის მქონე, tii ვერსიაა. მის იშვიათობას ისიც განაპირობებს, რომ თავის დროზე ის Alpina-მ „დაამუშავა“. 1971 წელს ქარხნული tii, თავისი 2-ლიტრიანი M10 ძრავით 128 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს სიმძლავრე იმ პერიოდისთვის რესპექტაბელური იყო. Alpina-ს და ახლა უკვე Manhart-ის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ ახლა ეს ქმნილება 197 ცხენის ძალასა და 215 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

თუ ამ მონაცემებთან ერთად 02'-ის წონას გავითვალისწინებთ, რაც 1 000 კგ-ს არ აჭარბებს, ეს მონაცემი უფრო საინტერესო ხდება. წონისა და ძალის თანაფარდობით ეს 2002 თანამედროვე ცხელ ჰეჩბეკებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.




Manhart-ის კედლებში მოხვედრამდე Alpina-მ მოდელს მუხრუჭები და ტრანსმისია გაუუმჯობესა. Manhart-ის გუნდმა ავტომობილს Raab-სი ამორტიზატორები, Wiechers-ის გამაძლიერებელი დგარი და დისკის „სფეისერები“ დაუმატა. Alpina-ს ულამაზესი დისკი ახლა 25 მმ-ით გარეთ დგას.

განიერი ფრთები კლასიკური „ალპინას“ ზოლებს ოდნავ ამახინჯებს. გარკვეული კუთხიდან საკულტო შტრიხი ისე ჩანს, თითქოს ეს სამუშაო ბრმა სტაჟიორმა გააკეთა. თუმცა, კლასიკური დიზაინი საერთო ჯამში მაინც ფანტასტიკურად გამოიყურება. აღსანიშნია, რომ ასეთი სტილის „ტუნინგს“ Manhart-ისგან არ ვართ შეჩვეული. თუმცა, ეს ყოველივე ძალიან მოგვწონს. არ გაჩერდეთ ბიჭებო!

მსგავსი სიახლეები