Ferrari, Porsche, Bugatti, McLaren, Pagani, Koenigsegg, Aston Martin, კოლექცია
Aa
Aa

ლოს ანჯელესის აეროპორტში 50 მილიონი დოლარის „ჰიპერავტომობილებია“

კოლექციაში სამი Koenigsegg-ი,Bugatti Chiron-ი და Ferrari LaFerrari-ა.

ლოს ანჯელესი ის ადგილია, სადაც ბევრი მულტიმილიონერი ცხოვრობს. უმეტესობა საოცარი საავტომობილო კოლექციის მფლობელია. როგორც წესი, საკოლექციო ავტომობილები ისეთ ფარეხებში ინახება, სადაც ტემპერატურა და ტენიანობა კონტროლდება. ახლახან ერთ-ერთმა „ვლოგერმა“ და საავტომობილო ფოტოგრაფმა ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დაპარკინგებული ჰიპერავტომობილები ნახა.

LAX-ის ერთ-ერთ მიყუჩებულ კუთხეში ჯამში სულ 13 ავტომობილი იდგა. აშკარაა, რომ ავტომობილები ტრანსპორტირებისთვის იყო გამზადებული. უხეში დათვლებით ამ მოდელების ჯამური ღირებულება 50 მილიონ დოლარს აღემატება.

კოლექცია მუქი ლურჯი McLaren Speedtail-ით იწყება. იქვე Porsche 918 Spyder-ი დგას. ცვალებად ფერში შეღებილი McLaren Sabre ამ ყველაფერს საოცრად ამშვენებს. ამ ტრიოს უკან Gunther Werks-ის მიერ გათანამედროვებული Porsche 911 იმალება. იქვეა Pagani Huayra BC, Lamborghini Centenario და შავი Ferrari LaFerrari. ეს ყველაფერი არ არის. ამ იღბლიან ადამიანს Ford GT, ორი Koenigsegg Regera, Koenigsegg Agera RS, Bugatti Chiron-ი და Aston Martin One-77-იც ჰყავს.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ ჩამონათვალიდან ერთი რომელიმე ავტომობილის გამორჩევა ურთულესი საქმეა. თითოეული ავტომობილის ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტია. იმედია სატრანსპორტო კომპანია ამ საოცარ ქმნილებებს უსაფრთხოდ დააბინავებს.

და მაინც, რომელ ერთ ავტომობილს ამოირჩევდით ამ კოლექციიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები