მილიარდერმა Tesla Cybertruck-ი პოლიციის მანქანად გადააკეთა
ლას ვეგასში Oracle CloudWorld-ის კონფერენციაზე, კომპანიის დამაარსებელმა ლარი ელისონმა მომავლის მისი ხედვა წარმოგვიდგინა - Tesla Cybertruck-ის პოლიციის მანქანა.
როდისმე გიფიქრიათ, რომ Tesla Cybertruck-ი პოლიციისთვის კარგი ავტომობილი იქნებოდა?
ალბათ თქვენ არა, მაგრამ Oracle-ის დამაარსებელმა ლარი ელისონმა იფიქრა.
მან Cybertruck-ის პოლიციის ავტომობილის თავისი ვერსია წარმოგვიდგინა.
ელექტრო სატვირთო Oracle-ის ბრენდისთვის დამახასიათებლად შეფუთეს და ხმოვანი სიგნალები დაუმატეს.
მილიარდერი ამტკიცებს, რომ ილონ მასკის ახლო მეგობარია.
„შემდეგი თაობის პოლიციის ავტომობილი მალე გამოვა. ეს ჩემი საყვარელი პოლიციის მანქანაა. ჩემი და ილონის“, - თქვა ელისონმა.
„ის შესანიშნავია. მასზე ბევრი რამ ვიცი. რაღაც დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. თუმცა, ის ძალიან უსაფრთხოა, სწრაფია და უჟანგავი კორპუსი აქვს. თანაც კამერების და ეკრანების დამატება, ჩვენი აპლიკაციის ჩასატვირთად, არ დაგვჭირვებია“.
და თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოდგება Cybertruck-ი პოლიციის მანქანად?