დიდი ხნის მიტოვებულ BMW M3 CSL-ს პატრონი გამოუჩნდა?
საბედნიეროდ, BMW-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი მოუვლელად აღარ ეგდება.
ინტერნეტსივრცეში რამდენიმე კვირის წინ, მიტოვებული, 2004 წლის BMW M3 CSL-ის სურათები გავრცელდა. ამ ავტომობილის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა გაჩნდა, თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. საბედნიეროდ, ავტომობილი იმ ადგილიდან, სადაც ის ათწლეულზე დიდხანს იდგა, წაიყვანეს. თუმცა სად იქნება მისი ახალი სახლი და რას უპირებენ მას უცნობია.
1 383 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი M3 CSL-ის ისტორია 2004 წლის ბოლოს დაიწყო. ავტომობილი ბრიტანეთში, ერთ-ერთ მდიდარ მოგზაურზე გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ლონდონის ისეთ დასახლებაში იდგა, სადაც მდიდარი სამეზობლოა, აშკარაა, რომ მფლობელი დიდ დროს საზღვარგარეთ ატარებს. შესაბამისად, ავტომობილი გამოუყენებელია. მანქანის სარეგისტრაციო ვადა 2006 წელს არის ამოწურული. სხვადასხვა წყაროების მიხედვით კი დადგინდა, რომ ეს CSL-ი ადგილიდან მინიმუმ 13 წლის განმავლობაში არ დაძრულა.
ზემოთ მიბმული სურათები London Barn Find-ის Instagram პლატფორმაზე გავრცელდა. როგორც ხედავთ, CSL-ი 2010-2012 წლის Range Rover Vogue SE-ზე მიბმულ საბუქსირეზე დევს. დაზიანებული ბამპერი და ნომერი მოხსნილია, თუმცა მტვრის სქელი ფენა ადგილზეა.
სად მიდის მუმიფიცირებული CSL-ი? ჭორების მიხედვით, ავტომობილი გაიყიდა და ის სარესტავრაციოდ წაიყვანეს. შესაძლოა მფლობელმა ავტომობილის უფრო საიმედო ადგილზე გადაყვანაც გადაწყვიტა.
ყველაფრის მიუხედავად ფაქტი ერთია - ამ ავტომობილს ვიღაცამ ყურადღება მიაქცია და ის ქურდების ან ვანდალიზმის მსხვერპლი ნამდვილად არ გახდება.