Chevy Silverado საშიში შეჯახებისას C8 Corvette-ზე ავიდა
ეს შეჯახება დენვერში, კოლორადოში მოხდა.
ეს კოშმარული სცენარია ყველასთვის, ვისაც დახრილცხვირიანი სპორტული ავტომობილი ჰყავს. სანამ ამ ამბის მოყოლაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
თორნტონის სახანძრო დეპარტამენტმა სურათები გაგვიზიარა, რომელშიც ჩანს, როგორ არის ასული Chevrolet Silverado პიკაპი C8 Corvette-ზე. არ ვიცით, რამდენი ადამიანი იჯდა Corvette-ში, თუმცა, მძღოლისთვის იმის დანახვა, როგორ ადის პიკაპი მის ავტომობილზე, ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო.
Thornton Fire, North Metro Fire Rescue District and
— Thornton Fire Dept. (@ThorntonFire) September 19, 2023
Brighton Fire Rescue responded to an MVA involving two vehicles at 168th and Colorado Boulevard this evening. Thankfully there were no injuries and no one was transported.
Be safe out there! pic.twitter.com/RyuK6Tz0gS
საინტერესოა, როგორ მოხვდა იქ Silverado. თანამედროვე პიკაპები ძალიან დიდი ზომისაა და საუკეთესო ყველგანმავალი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ეს კონკრეტული Silverado, შესაძლოა, ოთხივეწამყვანიც კი არ იყოს. არც დაკიდების სისტემის არაქარხნული განახლებები ემჩნევა. საბურავებიც სტანდარტული აქვს. სავარაუდოდ, LS ვერსია უნდა იყოს. თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ეს წესით Chevy-ს ყველაზე დაბალი სატვირთო უნდა იყოს, მაგრამ Corvette-ზე ასვლა მაინც მოახერხა.
რაც შეეხება შუაძრავიან C8 Corvette-ს, როგორც სპორტულ ავტომობილს შეეფერება, დახრილი ცხვირი აქვს. ეს კონკრეტული მოდელი Stingray-ა, რაზეც ემბლემებიც მიუთითებს. წინა დგარი შექებას იმსახურებს, რადგან 2.5-ტონიან პიკაპს გადაურჩა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი რამ ხდება. გასულ წელს, დაბალ სიჩქარეზე შეჯახების შემდეგ, C4 Corvette-ზე Ford Explorer-ი ავიდა. ამ შემთხვევაში კი, სურათებით თუ ვიმსჯელებთ, სიჩქარე უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.